გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უცებ მეორედ მოსვლა მეგონა - რას ყვებიან ბათუმელები ძლიერი ქარის შესახებ

25-05-2019

ბათუმში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. 


მშენებლობიდან ქარის დროს სამშენებლო მასალები გადმოცვივდა, დაზიანდა ავტომობილები და ნარგავები.


ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, ამინდის გაუარესების გამო არავინ დაშავებულა.


ამინდის ცვლილებისას ტემპერატურა ერთი საათის განმავლობაში 11 გრადუსით დაეცა.


"უცებ რაღაც საზარელი ხმა იყო და დაიწყო ნგრევა, ქარი გრიგალი. წააქცია ხეები, მშენებლობიდან მოგლიჯა ყველაფერი.


მანქანებს თავსახური გადახადა. ძალიან საშინელება იყო. უცებ მეორედ მოსვლა მეგონა. არემარე გუგუნებდა", - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა, ციური ბუთხუზმა.


ზვიად ჯაფარიძის თქმით, ძლიერმა ქარმა მშენებლობაზე პლატფორმების დამჭერები გამოიყვანა მწყობრიდან.


"პლატფორმები ჩამოცვივდა, თუმცა არავინ დაშავებულა და საფრთხეც არ არსებობს', - აღნიშნა ზვიად ჯაფარიძემ.




ajaratv.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031