გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სენაკის სკოლების კურსდამთავრებულები საზოგადოების წინაშე შოუ-კონცერტით წარსდგნენ

26-05-2019

მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში, ქალაქის პირველი, მეორე, მესამე, მეშვიდე სკოლების, კერძო სკოლა ,,მარიოტას“ კურსდამთავრებულები საზოგადოების წინაშე სანახაობრივად საინტერესო და მრავალფეროვანი შოუ-კონცერტით წარდგნენ.

საღამოს, რომელიც სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა, საქართველოს პარლამენტის წევრი, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ბერაია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი დარეჯან ზარანდია, ადგილობრივი თვითმმართველობის, საგანმანათლებლო სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მეთორმეტე კლასელებს ცხოვრების ყველაზე ბედნიერი, ლაღი და ბავშვური ოცნებებით აღსავსე პერიოდის - სკოლის დამთავრება მიულოცეს და მათ მიერ არჩეულ ცხოვრების გზაზე წარმატებები უსურვეს საქართველოს პარლამენტის წევრმა, სენაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა დარეჯან ზარანდიამ.

,,გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს და გისურვებთ, რომ თქვენი ცოდნით, დაუღალავი შრომით დასახულ მიზანს მიაღწიოთ. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ცოდნის შესაძენად საუკეთესო შესაძლებლობები გქონდეთ, რათა საკუთარ თავს ბედნიერი მომავალი, ხოლო ქვეყანას კეთილდღეობა და წარმატება მოუტანოთ.“ - აღინიშნა საღამოზე.

აღსანიშნავია, რომ ამ მასშტაბის გალა-კონცერტი, სადაც ერთობლივად წარმოჩინდა მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მეთორმეტე კლასელთა სადღესასწაულო განწყობა, პირველად გაიმართა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031