26-05-2019
თელავში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ღონისძიებებისთვის გუშინ დამონტაჟებული სცენა ჩამოინგრა. ინციდენტი ცოტა ხნის წინ ერეკლე მეორის გამზირზე მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან ადგილობრივი ანსამბლები რეპეტიციისთვის სცენის მიღმა ემზადებოდნენ.
ქალაქის ცენტრში სადღესასწაულო განწყობა დილიდან იგრძნობა. იქ მისული დამთვალიერებელი თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებაში არსებულ ტექნიკას, ადგილობრივი და აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას იხილავს. მოწყობილია 3D მონიტორები, სადაც ღვინის ტექნოლოგიის და მისი დამზადების შესახებ ინფორმაციას გაეცნობა დამთვალიერებელი. ქალაქის მთავარ მოედანზე განთავსებულია ღვინის კომპანიების პავილიონებიც. სტუმრებს ღვინის დეგუსტაციის პარალელურად თონეში პურის ცხობის, ჭაჭის გამოხდისა და ჩურჩხელების ამოვლების საშუალება აქვთ.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება.