გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილი: დამოუკიდებლობა სრულყოფილი ვერ იქნება სანამ ქვეყანა არ გამთლიანდება

26-05-2019

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე რეკრუტებისა და ახალწვეულებისგან სამხედრო ფიცი ჩაიბარა და სრულიად საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. 

„მოგესალმებით. მოგესალმებით ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცებო, განსაკუთრებით თქვენ, ვინც დღეს დადეთ სამხედრო ფიცი სამშობლოს წინაშე. მოგესალმებით ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, მთავრობისა და პარლამენტის წევრებო. მოგესალმებით თქვენო უწმინდესობავ, მოგესალმებით პატივცემულო სტუმრებო, პატივცემულო საზოგადოებავ, მოგესალმებით ჩემო აქ და საზღვარგარეთ მცხოვრებო თანამემამულენო. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“ - მიმართა თავისუფლების მოედანზე სეკრებილებს საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის რთული გზა გაიხსენა და ის გმირები მოიგონა, ვისთანაც ასოცირდება ეს დღე.

„გასულ წელს ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავი აღვნიშნეთ, რამაც მოგვცა საშუალება გაგვეზიარებინა იმ გზის მნიშვნელობა, რომელიც ქართულმა სახელმწიფომ დღემდე გაიარა. ეს არის გზა საქართველოს დაპყრობიდან მის გათავისუფლებამდე. ეს არის გზა სახელმწიფოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბებისა. გასულ წელს ჩვენ გავიხსენეთ ისინი, ვინც წინ უძღოდნენ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას და საფუძველი ჩაუყარეს 1918 წელს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებას.

დღეს მერაბ კოსტავას 80 წელი შეუსრულდებოდა, 31 მარტს ზვიად გამსახურდიას 80 წლისთავი აღვნიშნეთ, მათი ბრძოლის გარეშე, იმ ადამიანების გარეშე, ვინც საბჭოთა ოკუპაციის პირობებში იბრძოდა თავისუფლებისთვის საქართველო ვერ დაიბრუნებდა წართმეულ დამოუკიდებლობას 1991 წელს“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, დამოუკიდებლობას დაცვა სჭირდება.

„დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მთელი ისტორია შეგვახსენებს, რომ იგი მუდმივად დასაცავი მონაპოვარია. ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვაშენოთ, გავაძლეროთ, დავიცვათ ის მთავარი საყრდენები, რაზეც სახელმიწოებრიობა დგას. მისი განმტკიცებისთვის, დღევანდელი გამოწვევების ფონზე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოების გაძლიერება, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნება. ჩვენს საზოგადოებას დიდი დაღი დაასვა ტოტალიტარიზმა, მისგან საბოლოოდ ყოველმხრივ გათავისუფლება არის ერთ-ერთი რთული გამოწვევა, ბევრად უფრო რთული, ვიდრე დამოუკიდებლობის პირველ წლებში წარმოგვედგინა. საბჭოური აზროვნება, ნაშთები დღესაც გვაბრკოლებს, უკან გვწევს და ხელს უშლის ჩვენს თავისუფალ ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას.

მხოლოდ თავისუფალი, საკუთარ თავში დარწმუნებული და შერიგებული საზოგადოება შეძლებს სახელმწიფოს გაძლიერებას მის გაერთიანებასა და გამთლიანებას. იმისთვის რომ მივაღწიოთ მთავარ მიზანს, მივაღწიოთ ოკუპაციის დაძლევას, გამთლიანებას, ოკუპაცია პირველ რიგში ჩვენს თავში უნდა დავძლიოთ“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.

„საქართველოს დამოუკიდებლობა ამავე დროს მის მრავალფეროვნებაზე დგას. ეს მრავალფროვნება ჩვენ ძლად ვაქციეთ. მრავალი საუკუნეა, ბევრი რთული გამოწვევების მიუხედავად, ბევრი მტრის შემოსევის მიუხედავად, ვაგრძელებთ შემწყნარებლობის ტრადიციას. ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა, რომ ვარ საქართველოს ყველა წარმოშობის პრეზიდენტი. ამ ქვეყანაში თითოელი მათგანის იდენტობა, კულტურა, ენა, ტრადიციები აღიარებული და დაცულია.

სახელმწიფო და მისი დამოუკიდებლობა განუყოფლად არის დაკავშირებული მის სახელმწიფო ენასთან. სახელმწიფო ენა ქვეყნის ძლიერების საფუძველია. ქართული ენის სწავლება ხელმისაწვდომი უნდა იყოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და ამაში სახელმწიფოს მხარდაჭეის გაზრდა აუცილებელია. აუცილებელია, რომ ქართული ენა, ყველგან, საქართველოს ყველა კუთხეში ისწავლებოდეს ადრეული ასაკიდანვე, საბავშვო ბაღებში. ეს უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ. სახელმწიფო ენის ცოდნა სჭირდება თითოლუა მოქალაქეს თავისი შესაძლებლობების რელიაზებისა და საზოგადოების სრულფასოვანი წევრობისთვის.

დამოუკიდებლობა სრულყოფილი ვერ იქნება სანამ ქვეყანა არ გამთლლიანდება. ამ მხრივ უმნიშვნელოვანესისა საერთაშორისო თანამეგობრიობის ურყევი მხარდაჭერა“ - მიმართა საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031