გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლიეტუვაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვილნიუსის ხიდი საქართველოს დროშის ფერებში განათდა

26-05-2019

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ვილნიუსში საქართველოს დროშის ფერებში განათდა ქალაქის ცენტრში მდებარე ისტორიული ხიდი, ხოლო ქ. კაუნასში - ისტორიული ქრისტეს აღდგომის ტაძარი.

ამასთან ერთად, ვილნიუსის ცენტრში მდებარე ლუკიშკიოს მოედანზე აღიმართა საქართველოს დროშები.

აღსანიშნავია, რომ 29 მაისს ლიეტუვაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ვილნიუსში გაიმართება საზეიმო მიღება საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით. ამ ფარგლებში, მოწვეული სტუმრების წინაშე წარსდგებიან ანსამბლების „ქართული ხმების“ და „რუსთავის“ წევრები. ასევე გაიმართება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების 100 წლის იუბილის აღსანიშნავად შექმნილი გამოფენის პრეზენტაცია.

ღონისძიება ასევე მიეძღვნება საქართველოსა და ლიეტუვას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031