გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გახარია დავით-გარეჯის საკითხზე: ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რათა მოლაპარაკებების შედეგი მისაღები იყოს, როგორც კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე ეკლესიისთვის

26-05-2019

ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მსვლელობისას ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. კითხვაზე- რა ღონისძიებების გატარებას გეგმავს საქართველოს ხელისუფლება დავით-გარეჯთან მიმართებაში, გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რათა მოლაპარაკებების შედეგი მისაღები იყოს, როგორც კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე ჩვენი ეკლესიისთვის. 

"ვატარებთ იმ ღონისძიებების, რომელიც არის აუცილებელი, რასაც ჰქვია სახელმწიფოთა შორის ურთიერთობა, კომისიის დონეზე მუშაობა, საზღვრის დელიმიტაციის და დემარკაციის ფარგლებში. რა თქმა უნდა, ჩვენ მონდომებული ვართ, მოწოდებული ვართ, და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხაზგასმით, რომ ამ კომისიის და ამ მოლაპარაკებების შედეგი უნდა იყოს მისაღები და მისასალმებელი, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე ჩვენი ეკლესიისთვის"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031