გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია: შს სამინისტრომ დღეს ზუგდიდელებს შესთავაზა უწყებისა და ქვეყნის განვითარების ისტორია 1918 წლიდან დღემდე

26-05-2019

ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, მას შემდეგ, რაც ზუსტად 17:10 საათზე, 14 ქალაქში სახელმწიფო ჰიმნი ერთდროულად შესრულდა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის მნიშვნელობაზე და სამინისტროს მიერ ზუგდიდში გამართულ ღონისძიებებზე პირდაპირ ეთერში ისაუბრა. 

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს ზუგდიდელებს შესთავაზა განვითარების ის ისტორია, რომელიც გამოიარა უწყებამ, ქვეყანამ 1918 წლიდან დღემდე. ძირითადი იდეა ამ პერფომანსის გახლდათ - ქვეყნის გამთლიანება, "ერთიანი საქართველო". ყველას გვესმის, რომ ჩვენი ძირითადი მიზანი არის, განსაკუთრებით ზუგდიდიდან, ერთიანი, გამთლიანებული ქვეყანა და დამოუკიდებლობას, თავისუფლების დღეს სწორედ ასეთ ქვეყანაში ვზეიმობთ.

რაც შეეხება წლევანდელი 26 მაისის მთავარ გზავნილს, ვფიქრობ, უნდა გავუზიაროთ ერთმანეთს წარსული და ის უდიდესი ისტორია, რომელმაც ჩვენ ამ დამოუკიდებლობის დღემდე და დამოუკიდებლობის შეგრძნებამდე მოგვიყვანა. თავისუფლების ყველაზე მაღალი მახასიათებელი არის პასუხისმგებლობის გრძნობა და ეს უნდა იყოს თითოეული მოქალაქის მიერ გათვითცნობიერებული,"- განაცხადა გიორგი გახარიამ. 

17:10 წუთზე, ზუსტად იმ დროს როდესაც 1918 წელს ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მთელი საქართველოს მასშტაბით ერთიან საზეიმო აღნიშვნას ზუგდიდიც შეუერთდება. კულმინაციის შემდეგ კი ზუგდიდის თავისუფლების მოედანზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გალა კონცერტი დაიწყო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031