გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

27-05-2019

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა გურამიშვილის გამზირის, დედოფლისწყაროს, წურწუმიას, ავთანდილ კვეზერელი-კოპაძის, ირბახის, თელავის, ახმეტის, ბადიაურის, ქურხულის, გვაზაურის და ღრმაღელეს ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

10 საათიდან 18 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას დაბა კოჯრის, სოფელი ტაბახმელას, შინდისის და წავკისის მაცხოვრებლები, ასევე კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის, დაბა წყნეთის, დაბა კიკეთის, სოფელი დიდების, სოფელი სამადლოს, სადგური ლილოს, ლილოს დასახლების, ორხევის დასახლების, თეთრიხევის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), სანაპიროს, ათონელის, ბარათაშვილის, გოგჩას, სულხანიშვილის, ფურცელაძის, ხაზინის, ორბელიანის, მტკვრის, იოსებიძის, კალანდაძის და შარტავას ქუჩების მაცხოვრებლები.


11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა ბერი გაბრიელ სალოსის, ბოგდან ხმელნიცკის, დოდაშვილის, საექიმოს, ვლადიმერ ლობჟანიძის, ბოლნისის, რიჩარდ ჰოლბრუკის, ჩკალოვის, ნავთლუღის, რთველაძის, იუნკერთა და ჰოსპიტალის ქუჩების მაცხოვრებლებს, 
12 საათიდან 14 საათამდე ბარნოვის ქუჩის მაცხოვრებლებს, 01 საათიდან 06 საათამდე სოფელი დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, დიღმის მასივის II კვარტლის, გოძიაშვილის, ირაკლი ფარჯიანის, თოფურიძე, ვალენტინის, გელოვანის, მუხრან მაჭავარიანის, ციალა გაბაშვილის, ჯორჯ ბალანჩინის, არზაყან (დიმიტრი) ემხვარის, პეტრიწის და ინტენსიფიკაციის ქუჩების მაცხოვრებლებს, 10 საათიდან 15 საათამდე სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), მეფე მირიანის (ნაწილობრივ), დავარის, თინათინის, ავთანდილის და ტარიელის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 10 საათიდან 13 საათამდე სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III მიკრორაიონის ნაკვეთების და მეფე მირიანის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.

„თელასის“ ინფორმაციითვე, 11 საათიდან 14 საათამდე ელექტროენერგია ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, გორგასლის, ორთაჭალის და დიუმას ქუჩების მაცხოვრებლებს, 12 საათიდან 16 საათამდე მინდელის და ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 14 საათამდე ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და თაქთაქიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს, 14 საათიდან 16 საათამდე ლიზიკო ქავთარაძის ქუჩის მაცხოვრებლებს შეუწყდება.


ასევე გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 13 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება საქნავთობის დასახლების, ღლონტის, არსენ მეკოკიშვილის და იუმაშევის ქუჩების მაცხოვრებლებს, 14 საათიდან 16 საათამდე ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 16 საათამდე აკაკი წერეთელის გამზირის, აღმაშენებლის გამზირის, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, თამარ მეფის გამზირის, სანაპიროს, ვახუშტი ბაგრატიონის, აგლაძის, დავით ყიფიანის, ცაბაძის და ფოთის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930