25-02-2019
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გაიმართა მორიგი სამუშაო თათბირი. მინისტრმა მურმან ფარფალიამ მოისმინა სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებისაგან ინფორმაცია გასული კვირის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ.
მან აღნიშნა, რომ სამინისტროს მიერ მომზადებული აფხაზეთის ა/რ 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გასულ კვირას გაიგზავნა აფხაზეთის ა/რ მთავრობაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში და საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აუდიტის დეპარტამენტში.
ასევე აღნიშნა, რომ ა/წლის მარტის თვეში იგეგმება აფხაზეთის ა/რ 2019 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილებები სოციალური პროექტის განხორციელების აუცილებლობიდან გამომდინარე. მინისტრმა ისაუბრა სხვა მიმდინარე საკითხებზე.