გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სენაკში მერიის სხდომათა დარბაზს ჟიული შარტავას სახელი მიანიჭეს

28-05-2019

დამოუკიდებლობის დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზს საქართველოს ერთიანობისთვის შეწირული ჟიული შარტავას სახელი მიენიჭა.


მემორიალური დაფა სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, მერის მოადგილემ კახაბერ კუპრეიშვილმა გახსნეს.


,, სიცოცხლის გაწირვა სამშობლოსათვის ეს ჩვენი ჯიშის, ჯილაგის, მოდგმის საუკეთესო თვისებაა. მტერმა კარგად იცოდა, ჟიული შარტავას სახით ვის უკლავდა საქართველოს. ჩვენ კი, მისმა თანამედროვეებმა, ჩვენმა ახალგაზრდობამ, მისი სახელი უნდა უკვდავვყოთ. ჩემთვის საპატიოა და საამაყო, რომ სწორედ ჩემი მმართველობის პერიოდში, ამ ისტორიულ დღეს, მერიის სხდომათა დარბაზს, საქმის კეთების ნიჭით ჩვენს გვერდით მოარული სამშობლოსათვის თავდადებული მამულიშვილის ჟიული შარტავას სახელი მიენიჭა“, - აღნიშნა სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა.


საქართველოს ეროვნულ გმირი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე 1993 წლის 27 სექტემბერს სეპარატისტულმა დაჯგუფებამ თანამებრძოლებთან ერთად ტყვედ აიყვანა და დახვრიტა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930