გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 4 პირი დააკავეს

28-05-2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ოთხი პირი დააკავეს.


გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით, რამდენიმე პირის სახელზე, ფორმალურად დაარეგისტრირეს კომპანიები, რის შემდეგაც, ერთ - ერთი ასეთი კომპანიის სახელით, მეორე კომპანიაზე ფიქტიურად გაწერეს დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები.


თითქოსდა, განხორციელდა დაახლოებით 23 მილიონი ლარის ღირებულების ლითონის კონსტრუქციების მიწოდება, რა გზითაც, დღგ - ს ნაწილში კომპანიამ შეიქმნა ყალბი აქტივი 3 391 665 ლარის ოდენობით. აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბრალდებულებმა, შემდგომში შეიძინეს იმპორტირებული ბენზინი, რა დროსაც, საქონლის იმპორტისათვის გათვალისწინებული ოფიციალური გადასახადები - ჯამში 2 361 842 ლარის ოდენობით დაიფარა ყალბად შექმნილი აქტივიდან.



გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე და 194-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930