გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზვიად ძიძიგური: ვფიქრობ, ამ ქვეყანაში არავითარი რევულიციისა და სამხედრო გადატრიალების მოხდენა აღარ შეიძლება, ჩვენი ქვეყანა ამას მეტად ვეღარ გაუძლებს

28-05-2019

„ზუგდიდში, სადაც მე გახლდით წინასაარჩევნო პერიოდში, ყველაფერი აინტერესებდა ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტს - „ნაციონალურ მოძრაობას“, გარდა ზუგდიდის არჩევნების შედეგისა" , - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ძიძიგურმა 19 მაისის შუალედური არჩევნების დროს ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ქალაქში „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ რევოლუციური სცენარის განვითარებას ცდილობდა.


,,სახეზე იყო ისევ რევოლუციური სცენარის განხორციელება, სახეზე იყო მცდელობა, რომ როგორმე არეულობა მომხდარიყო. ერთადერთი ქალაქი, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ასეთი ტიპის სცენარი იყო შემოთავაზებული, ეს იყო ზუგდიდი. სხვაგან ყველგან არჩევნებმა ჩაიარა მშვიდად. მეორე ტური გვაქვს მთაწმინდაზე, მაგრამ იქაც ყველაფერი პოლიტიკური სტანდარტების დაცვით ხორციელდება.


ვფიქრობ, სამხედრო გადატრიალებიდან 27 წლის შემდეგ ისევ გვაქვს კითხვაზე პასუხი გასაცემი: ყველანი განვიხილავთ, რომ მხოლოდ არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს ხელისუფლება თუ ისევ რევოლუციებზე, სამხედრო გადატრიალებებზე ვფიქრობთ?


ეს 2020 წლის არჩევნებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იქნება. ყველა პოლიტიკურმა ძალამ, მმართველი პარტიიდან დაწყებული და ოპოზიციური პარტიებით დამთავრებული, უნდა დააფიქსიროს საკუთარი დამოკიდებულება ხელისუფლების შეცვლასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ამ ქვეყანაში არავითარი რევულიციისა და სამხედრო გადატრიალების მოხდენა აღარ შეიძლება, ჩვენი ქვეყანა ამას მეტად ვეღარ გაუძლებს,“ - განაცხადა ძიძიგურმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930