გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმში გარემოვაჭრეები თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ

28-05-2019

ბათუმში, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან გარემოვაჭრეები აქციას მართავენ. მათი თქმით, ძველი ავტოსადგურის შენობაში ხალხი არ მიდის, რის გამოც ისინი პროდუქციას ვერ ყიდიან.


გარემოვაჭრეებს თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა სურთ.


აქციის მონაწილეების განცხადებით, მათთვის ავტოსადგურის ტერიტორიაზე გამოყოფილი ფართი არარენტაბელურია.


აქციის მიმდებარედ სამართავდამცველები არიან მობილიზებული.


შეგახსენებთ, რომ ბათუმის მერიამ გარემოვაჭრეები 4 თვის წინ ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიყვანა.


27 იანვარს "ბათუმი პლაზას" მიმდებარე ტერიტორიაზე, 23-ე სკოლისა და მე-12 საბავშვო ბაღის წინ, კუსტარულად დამონტაჟებული ხისა თუ რკინის კონსტრუქციები მოხსნეს.






ajaratv.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031