გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნუკრი ქანთარია: მინდა ვკითხო სალომე სამადაშვილს, ბოლოს როდის დაესიზმრა ივანიშვილი, როდის შეაშინა და რა უთხრა, იქნებ გაგვიმხილოს

28-05-2019

"დავით გარეჯის საკითხში თურმე ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა ყოფილა

თავიდანვე, ეს ახლა გავიგეთ ქალბატონი სამადაშვილისგან და მინდა ვკითხო მას ბოლოს როდის დაესიზმრა ეს კაცი, როდის შეაშინა და რა უთხრა, იქნებ გაგვიმხილოს - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განცხადებას გამოეხმაურა.

"აღვირახსნილობასაც საზღვარი აქვს. კარგად ვიცით ყველამ უკვე რომ სეტყვა როცა მოდის ეს ბიძინა ივანიშვილის ბრალია, მას ღილაკი აქვს, დააჭერს ამ ღილაკს და მოდის სეტყვა, მაგრამ დავით გარეჯთან დაკავშირებითაც თურმე მისი მონაწილეობა ყოფილა თავიდანვე, ეს ახლა გავიგეთ და მინდა ვკითხო ქალბატონ სამადაშვილს ბოლოს როდის დაესიზმრა ეს კაცი, როდის შეაშინა და რა უთხრა, იქნებ გაგვიმხილოს" - განაცხადა ქანთარიამ.

"დღეს, უხილავი რუსული დროშა ფრიალებს დავით გარეჯშიც, იმიტომ, რომ ყველგან, სადაც იქმნება პრობლემა საქართველოს და აზერბაიჯანს შორის, იქ ფრიალებს რუსული დროშა" - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930