გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო შუბლაძე ტელეკომპანია “იმედში” გადასვლას კატეგორიულად უარყოფს

28-05-2019

“არც შემოთავაზება მქონია და არც განმიხლავს მსგავსი თემა. კატეგორიულად უარვყოფ გავრცელებულ ხმებს ამის თაობაზე” – აცხდებას “აიპრესთან” სატალეფონო კომენტარში ნინო შუბლაძე.

ნინო შუბლაძე “ქართული ოცნების” პიარ სამსახურში უკვე 2 თვეზე მეტია აღარ მუშაობს და როგორც ცნობილია - ჟურნალისტი ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტში “გაუ” – მედია პროექტებზე მუშაობს და მომავალში მედია სკოლის ან მედია ფაკულტეტის გახსნას გეგმავს.

შეგახსნებთ, ჟურნალისტი ნინო შუბლაძე წლების განმავლობაში "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილე და საინფრომაციო სამსახურის უფროსი, შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი, 2018 წელს კი "ტვ პირველის" ხელმძღვანელი იყო. ბოლოს “ქართული ოცნების” საკომუნიკაციო ცენტრში მუშაობდა, რომელიც 2 თვეა დატოვა. წამოსვლის მიზეზებზე შუბლაძე არ საუბრობს და დამატებით დეტალებზე კომენტარის გაკეთება არ სურს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930