გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: სააკაშვილი დავით გარეჯთან დაკავშირებით იმ პრობლემების მოგვარებას გვპირდება, რომელიც მის დროს შეიქმნა და გაღრმავდა

28-05-2019

სააკაშვილი დავით გარეჯთან დაკავშირებით იმ პრობლემების მოგვარებას გვპირდება, რომელიც მის დროს, 2007 წელს, პრაქტიკულად, შეიქმნა და გაღრმავდა, - ამის შეასხებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, არსებობს ტერმინები: პოლიტიკური უტიფრები და პარადოქსი, თუმცა არცერთი მათგანი, ისე არ ასახავს ოპონენტების საქციელას, როგორც უნდა ასახავდეს.

„არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ ორ-ორი დღის ინტერვალში ქვეყნდება კვლევები, რომლებიც სულ რაღაც 30-40%-ით არიან აცდენილნი არჩევნების შედეგებს. კვლევები ასევე გვამცნობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი, თურმე, კატასტროფულად ეცემა, ხოლო მიხეილ სააკაშვილის რეიტინგი, დღითიდღე იმატებს. სერგი კაპანაძე და რომან გოცირიძე ჭიათურელი მშრომელების უფლებებზე საუბრობენ, რომელთა ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ყველაზე გაუსაძლის მდგომარეობაში იყვნენ ჭიათურელები. „ნაციონალური მოძრაობა“ ადამიანის უფლებებს იცავს „ქართული ოცნებისგან“. კაკო ბობოხიძე ლაპარაკობს სიმშვიდეზე და მგელისა და კრავის იგავიდან თავს იყენებს კრავის როლში. სააკაშვილი ივანიშვილს აბრალებს „ატკატებს“ და დავით გარეჯთან დაკავშირებით იმ პრობლემების მოგვარებას გვპირდება, რომელიც მის დროს, 2007 წელს, პრაქტიკულად, შეიქმნა და გაღრმავდა.

შალვა შავგულიძეს პასუხი არ აქვს კითხვაზე, ბაჩო ახალაია არის თუ არა პოლიტიკური პატიმარი. მისივე განცხადებით, მან არ იცის გირგვლიანი საქმეზე გასამართლებული პირების ვინაობა. ბოკერიას ლოგიკით, ლადო კახაძე არის უპრინციპო, იმიტომ, რომ მან შეიცვალა პარტია, თუმცა შავგულიძე არის პრინციპული მიუხედავად იმისა, რომ დღეს, შავგულიძე ბოკერიას გვერდით დგას. ასეთი ჩამონათვალი შეიძლება კიდევ უფრო ვრცელი იყოს“ - განაცხადა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031