გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გენდერული თანასწორობის საბჭო მოუწოდებს ყველა კომპეტენტურ ორგანოს, შემჭიდროებულ ვადაში განიხილონ სტუდენტის სექსუალური შევიწროების სავარაუდო ფაქტი

28-05-2019

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო ეხმიანება მასმედიის საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას ლექტორის მიერ სტუდენტის სავარაუდო სექსუალური შევიწროების შესახებ.


საბჭო პირადად დაუკავშირდა სტუდენტს და დამატებით მიიღო ინფორმაცია მომხდარის შესახებ. საბჭო მხარს უჭერს სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ მებრძოლ ყველა სტუდენტს და მადლობას უხდის მათ გამბედაობისთვის.


სექსუალური შევიწროებისგან დაცვის ეფექტიანი საშუალებები სახელმწიფომ უკვე შექმნა - სექსუალური შევიწროება, როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთი სახე აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით, ამასთან, სექსუალური მოძალადისთვის განსაზღვრულია სათანადო პასუხისმგებლობა. აღსანიშნავია, რომ სექსუალური შევიწროება საგანმანათლებლო სივრცეში ზიანს აყენებს არა მხოლოდ კონკრეტულ მსხვერპლს, არამედ აზარალებს საგანმანათლებლო პროცესს და მთლიანად საზოგადოებას.


"დღეს, როდესაც ქვეყანაში გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის ვიბრძვით, საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც მზად არის ღიად ისაუბროს სექსუალური შევიწროების ფაქტებზე, დაუცველობის განცდა არ უნდა დარჩეთ", - აცხადებენ საბჭოში.


გენდერული თანასწორობის საბჭო მოუწოდებს ყველა კომპეტენტურ ორგანოს, შემჭიდროებულ ვადაში განიხილონ საქმე და მოახდინონ ადეკვატური რეაგირება.

საბჭო დააკვირდება უფლებამოსილი უწყებების რეაქციებს და განაგრძობს კომუნიკაციას ბსუ-ს სტუდენტ(ებ)თან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031