გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სააკაშვილი: ქართველ ხალხს ტყუილად ნუ მოუყვებიან "ქოცები", რომ უკრაინაში დაბრუნებით საქართველოზე ვამბობ უარს

28-05-2019

სააკაშვილს ცოტა ხნის წინ უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ მოქალაქეობა აღუდგინა.


ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა პირველი კომენტარი "რუსთავი 2"-თან სატელეფონო საუბრისას გააკეთა და ვლადიმერ ზელენსკის მადლობა გადაუხადა.


"მან დამიბრუნა უკრაინის მოქალაქეობა, რომელიც უკანონოდ მქონდა ჩამორთმეული ისევე, როგორც უკანონოდ ვიყავი გაძევებული ქვეყნიდან. მე ხვალ, დღის მეორე ნახევარში, ჩავფრინდები კიევში, სადაც მყავს ძალიან ბევრი თანამებრძოლი" - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.


მისი თქმით, უკრაინის მოქალაქეობის მიღებით, ის უფრო ახლოს იქნება ქართველ ხალხთან.



"უკრაინაში ჩვენი პროგრესის მტრები და ჩემი მტრები დამარცხდნენ ამ ეტაპზე და ზუსტად ასე დამარცხდებიან საქართველოში. ამაში ვარ დარწმუნებული. მე ერთი წამით არ დამიკარგავს რწმენა ჩვენი გამარჯვების და ჩვენი საქმის გამარჯვების უკრაინაში. რა თქმა უნდა, მთავარი ჩემი საზრუნავი, მე ვარ მთავარი ჭირისუფალი საქართველოსი და საქართველოს წარმატების მთავარი გულშემატკივარი. ქართველ ერს, ქართველ ხალხს ტყუილად ნუ მოუყვებიან ქოცები, რომ უკრაინაში დაბრუნებით საქართველოზე ვამბობ უარს. მე საქართველოსთან ბევრად უფრო ახლოს ვიქნები, ბევრად ახლოს ქართველ ხალხთან" - აცხადებს სააკაშვილი.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930