გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა უხვი ნალექის გამო მიღებულ 80-მდე შეტყობინებაზე მოახდინა რეაგირება

29-05-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის და საგანგებო სიტუაციების სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები თბილისში მოსული უხვი ნალექის და გზებზე შექმნილი შეფერხებების გამო გაძლიერებული რეჟიმით მუშაობდნენ. 

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო გიორგი მინდელის სახელობის ხიდზე და შეშელიძის ქუჩაზე. 

ადგილზე ტრანსპორტის მოძრაობას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არეგულირებდნენ. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 112-დან მიღებულია შეტყობინებები დედაქალაქში შენობების სარდაფების, მიწისქვეშა გადასასვლელების და მეტროსადგურების ჩასასვლელების დატბორვის შესახებ. მეხანძრე-მაშველებმა 80-მდე ასეთ შეტყობინებაზე უკვე მოახდინეს რეაგირება. 

ამ დროისთვის, საპატრულო პოლიციასა და სახანძრო-სამაშველო სამსახურში, დაშავებული მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ დაფიქსირებულა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930