გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმი გაიმართება

29-05-2019

მიმდინარე წლის 31 მაისს, თბილისის მერია რიგით მე-11 ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმს გამართავს. 

ფორუმს, სახელწოდებით „ძლიერი ეკონომიკა - ძლიერი ქალაქი“, როგორც საერთაშორისო, ასე ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და სპიკერები დაესწრებიან. 

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, წლევანდელი დღის წესრიგი მაქსიმალურადაა ორიენტირებული ურბანული განვითარების თემატიკაზე, ასევე, იმ თანამედროვე ტენდენციებზე, რომლებიც აქტიურად განიხილება მსოფლიოს წამყვან ქალაქებში.

„ამ თემებზე მსჯელობის მიზნით, გვინდა, თბილისში ჩავატაროთ საერთაშორისო ფორუმი „ძლიერი ეკონომიკა - ძლიერი ქალაქი“, რომელზეც საუბარი იქნება ძირითადად, ურბანულ გამოწვევებზე, თუ როგორ შეებრძოლნენ განვითარებული ქვეყნები და ქალაქები ამ პრობლემას და რა ნაბიჯებია გადასადგმელი“,- განაცხადა კახა კალაძემ. 

ფორუმზე მსჯელობა იქნება ქალაქის განვითარების სტრატეგიაზე და მისი წარმატების ფაქტორებზე, ქალაქის კეთილდღეობისთვის საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობაზე და ცირკულარულ ეკონომიკაზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930