29-05-2019
პოლიტოლოგი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს: "ძალიან სამწუხაროა, რომ დღევანდელ რეალობაში, საქართველოში არ გვყავს ისეთი ოპოზიცია, რომელსაც შეუძლია ობიექტურად შეაფასოს მოვლენები ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა ,,ადამიანების განეიტრალება - ტერორიზმი".
- დღეს, კარგად ვნახეთ რეალური, კიდევ, ერთი მაგალითი, დღევანდელი ოპოზიციის პოლიტიკური სიკეკლუცისა და არ მომერიდება და ვიტყვი ,,პროსტიტუციისა".
- საგამოძიებო კომისიის შექმნა მაჩალიკაშვილთან დაკავშირებული ოპერაცის გამო, მე ვთვლი, რომ არის ზუსტად ისეთივე პოლიტიკური ქულების დაწერისთვის მონაგონი, როგორიც იყო ხორავას საქმე. - საქართველოს ხელისუფლებამ, ოპოზიციას (დახურულ კარს მიღმა) მიაწოდა აბსოლიტურად ყველა ინფორმაცია, ზემო აღნიშნულ ოპერაციასთან დაკავშირებით, მაგრამ დღევანდელი "ოპოზიცია" რისი "მაქნისია" თუ არა ისპეკულირა კიდევ ერთი საქმით !!!
- ყველამ კარგად ვიცით, რომ ხორავას საქმესთან დაკავშირებული მათი მოთხოვნები (საგამოძიებო კომისიის შექმნა) იყო მხოლოდ კეკლუცობა, რომელიც კეკლუცობათვე დარჩა ბოლომდე.
და ბოლოს: ჩვენ ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ ზუსტად ისეთივე დასასრული ელის ოპოზიციის მოთხოვნას, როგორიც იყო წინა საქმეზე, მაგრამ საზოგადოება ამას უკვე კარგად ხვდება, თუ რას, რატომ და რისთვის ითხოვს და იყენებს საქართველოს პარლამენტში ოპოზიციური ფრთა!!
გეყოთ, პოლიტიკური კ ე კ ლ უ ც ო ბ ა, გეყოთ",- წერს ლატარია.