30-05-2019
ბუდაპეშტში, მდინარე დუნაიში ტურისტული გემი ჩაიძირა.
გავრცელებული ცნობით, ბორტზე 34 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის წევრებიც.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მათგან 18 ადამიანი წყლიდან უკვე ამოიყვანეს, შვიდის გადარჩენა კი, ვერ მოხერხდა.
ტურისტული გემი ქალაქის ცენტრში, უნგრეთის პარლამენტის შენობის წინ გადატრიალდა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ერთმანეთს ორი ტურისტული გემი შეეჯახა.
სამაშველო სამუშაოებს ხელს უშლის ძლიერი წვიმა.