გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს დღეს "ევროჯასტის" პრეზიდენტი ეწვევა

30-05-2019

საქართველოს პროკურატურა დღეს თანამშრომელთა პროფესიულ დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს "ევროჯასტის" პრეზიდენტი, ლადისლავ ჰამრანი ეწვევა.

წელს EUROJUST-სა და საქართველოს შორის მოხდა თანამშრომლობის შეთანხმების რატიფიცირება, რაც ითვალისწინებს სისხლის სამართლის სფეროში, ევროკავშირის თანამშრომლობის სააგენტოსთან ერთად, მძიმე დანაშაულთან, ტერორიზმთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერებას.

"ევროჯასტის" პრეზიდენტი გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძეს შეხვდება, შემდეგ კი მონაწილეობას მიიღებს პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილ შეხვედრაში. 

შეხვედრას ასევე დაესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე და მინისტრები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031