30-05-2019
ხვალ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს,
მამუკა ბახტაძეს, ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს და ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას მოუსმენენ.
ოპოზიცია გეგმავს ეკონომიკის, რიგგარეშე არჩევნებისა და საპენსიო რეფორმის საკითხებზე დასვას კითხვები.
"არჩევნებზე, რომელიც ჩატარადა, დაფიქსირდა მთელი რიგი დარღვევები და შესაბამისად, თამარ ჟვანიასთან, რომელიც არის პასუხისმგებელი, გვაქვს კონკრეტული შეკითხვები რომელიც უკავშირდება კონკრეტულ დარღვვებს, რომლებიც ამ პროცესში დაფიქსირდა" - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა.
თამარ ჟვანიას თქმით, ის ისაუბრებს წინასაარჩევნო კამპანიის დროს არსებული დარღვევების რეაგირების შესახებ და ასევე მზადაა, დეპუტატების მიერ დამატებითად დასმულ შეკითხვებსაც უპასუხოს.
"კონკრეტული კითხვა უკვე დასმულია, ეს შეეხება წინასაარჩევნო კამპანიის დროს არსებუილ დარღვევებზე რა რეაგირება აქვს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ცხადია, ამ კითხვაზე პასუხი უკვე მომზადებული გვაქვს და მე პირადად, 31 მაისს გამართული პასუხით წარვსდგები პარლამენტის წინაშე" - განაცხადა თამარ ჟვანიამ.