30-05-2019
მესტიაში დაგეგმილია ლაღამის უბნისა და უშგულის თემის სოფლის ურბანული განახლება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია კოშკების, შიდა ქუჩების რეაბილიტაცია, განათების, საინჟინრო კომუნიკაციების და პარკინგის მოწყობა.
მესტიის ლაღამის უბნის და უშგულის საპროექტო სამუშაოები 2019 წელს დაიწყება, სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.