გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
წინანდალში საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი - "კახეთი 2019" გაიხსნა

30-05-2019

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, სასტუმროში ,,რადისონ ქოლექშენ" კახეთის საერთაშორისო საინვესტიციო რეგიონული ფორუმი გაიხსნა.

ღონისძიება 11:00 საათზე პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გახსნა.

კახეთის საერთაშორისო რეგიონულ საინვესტიციო ფორუმს, 20-ზე მეტი უცხოური და 150-მდე ქართული კომპანიის წარმომადგენელი ესწრება.

"აწარმოე საქართველოს" ცნობით, ფორუმის მიზანია პოტენციური ინვესტორებისთვის კახეთის რეგიონში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების გაცნობა. ღონისძიების ფარგლებში განხილული იქნება საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა რეგიონალურ და გლობალურ დონეზე. ამასთანავე, ფორუმის მონაწილეები საგარეო ვაჭრობის განვითარებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის გზებზე იმსჯელებენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930