გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ ანგურიძე: ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა აჟიოტაჟი გადამოწმების გარეშე ატეხა

30-05-2019

"როგორც ჩანს, კონსორციუმს გარკვეული სახის პრობლემები აქვს ამ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით ნებისმიერ გზას იყენებენ, რომ გაამართლონ ის პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია ანაკლიის პორტის მშენებლობასთან" - ამის შესახებ ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში, ოთარ ანგურიძემ განაცხადა.

ექსპერტმა განმარტა, რომ საწყის ეტაპზევე არასწორი ინფორმაცია გავრცელდა და აჟიოტაში ანაკლიის გარშემო ხელოვნურად ატყდა. 

"ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაცის შემდეგ, რომ ეს არ იყო ოფიციალური ნებართვა - ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა აჟიოტაჟი გადამოწმების გარეშე ატეხა. მათ შეეძლოთ ეს ინფორმაცია სახელმწიფო უწყებებთან გადაემოწმებინათ: ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, რომელთანაც ინტენსიური კავშირი აქვთ. ასევე ეკონომიკის სამინისტროსთანაც, რომელთაც წინასწარი შეფასების დოკუმენტი გასცეს. როგორც ჩანს, კონსორციუმს გარკვეული სახის პრობლემები აქვს ამ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით და ნებისმიერ გზას იყენებენ იმისთვის, რომ გაამართლონ ის პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია ანაკლიის პოსტის მშენებლობასთან" - განაცხადა ოთარ ანგურიძემ.

რაც შეეხება იმ პირს, რომელმაც ფოთში ღრმაწყლოვან პორტზე ნებართვა გასცა და შემდეგ გაათავისუფლეს, ექსპერტის თქმით, მან დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება და კომუნიკაცია მინისტრთა,ნ ან თუნდაც მის მოადგილესთან, არ ჰქონია.

"ის არ იყო კომუნიკაციაში იმ ზემდგომ პირებთან და დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება. ამან კი დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ნებისმიერ თანამდებობის პირს უფრო ფართო ხედვა უნდა ჰქონდეს და წინასწარ უნდა შეეძლოს მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა" - განმარტა ანგურიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930