გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ხახუბია: ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ინვესტიციების მოზიდვის და ოპერირების ექსკლუზივს ითხოვდა, თუმცა სახელმწიფოსთან ამ ტიპის შეთანხმება არ აქვთ

31-05-2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ხახუბია პორტის მშენებლობის ნაბართვის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"როგორც ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, მინდა გამოვეხმაურო ფოთში, ვითომდა პორტის მშენებლობის ნაბართვის გაცემასთან დაკავშირებულ საკითხს. როგორც ყველამ შევიტყვეთ, რაღაც ტიპის ტექნიკური ნებართვა გაცემულია ხარვეზებით. 

შესაბამისად, პასუხისმგებელი პირი გათავისუფლდა თანამდებობიდან და აღნიშნული დოკუმენტი გაუქმდა. მიუხედავად ამისა, ჩემთვის გაუგებარია რამ გამოიწვია ასეთი აჟიოტაჟი ფოთის პორტის განვითარებისა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან მიმართებაში. 

პირველ რიგში, ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ მთავრობა აკეთებს მაქსიმუმს, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად, რაც რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ამ ფონზე, აბსოლუტურად მიუღებელია ის აჟიოტაჟი, რაც ფოთის ნავსადგურთან მიმართებაში ხელოვნურად ატყდა. ანაკლიის პორტის განვითარება არ უნდა ნიშნავდეს ფოთის პორტის განვითარებისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნას. ფოთში მცხოვრები ადამიანებისათვის, ისევე როგორც ზოგადად ჩვენი ქვეყნისათვის, ფოთის ნავსადგურის განვითარებაც უმნიშვნელოვანესია. არა მგონია ვინმეს შეეძლოს იმის ახსნა, თუ რა არის იმაში ცუდი, რომ ფოთში 250 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდეს. თუ მხოლოდ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს აქვს ინვესტიციების მოზიდვის და ოპერირების ექსკლუზივი?! რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ისინი ამ ექსკლუზივს ითხოვდნენ, თუმცა სახელმწიფოსთან ამ ტიპის შეთანხმება არ აქვთ"-წერს ხახუბია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930