გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხელვაჩაურში მიკროავტობუსის მძოლების საპროტესტო აქცია გაიმართა

31-05-2019

ხელვაჩაურში რამდენიმე სოფლის სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლების საპროტესტო აქცია მერიასთან. ისინი მარშრუტის ნომრების შეცვლას იწუნებენ.


ამბობენ, რომ ორი წლის წინ ბათუმის მერიის მოთხოვნით, სამარშრუტო ხაზზე სამნიშნა ნომრები ორნიშნათი შეცვალეს.


ახლა კი ისევ სამნიშნა ნომრებზე გადასვლა მოთხოვეს.


ცვლილება შეეხო თხილნარის, მახოს, ერგესა და კირნათის სამარშრუტო ხაზებს.


მძღოლების თქმით ამ გადაწყვეტილებით, შესაძლოა მათი გადაყვანა ცენტრალური ქუჩებიდან ბაგრატიონის მიმართულებით მოხდეს.


ხელვაჩაურის მერის ინფორმაციით, მარშრუტი არ შეიცვლება და მხოლოდ ნომრების ცვლილება ხდება. ანალოგიური განცხადება გაკეთდა ბათუმის მერიაშიც.




http://ajaratv.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031