31-05-2019
მარჯანიშვილზე ქართველები და უცხოელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ჩხუბი ერთ-ერთ კაფეში დაიწყო და ქუჩაში გაგრძელდა.
დაზიანდა რამდენიმე კაფე, ინვენტარი.
საქართველოს ორი მოქალაქე პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწებისა და სხვისი ნივთის დაზიანებისა ან განადგურების ბრალდებით დააკავეს.
თვითმხილველთა განმარტებით, ჩხუბის მიზეზი ქართველი გოგონა გახდა, რომელიც ტურისტებთან ერთად იმყოფებოდა - მათ გიდობას უწევდა.