გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საბაზო საფეხურის მოსწავლეები სამოქალაქო განათლების კუთხით ფინანსურ კომპონენტსაც შეისწავლიან

31-05-2019

საქართველოს ეროვნულ ბანკში ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის განვითარების სამომავლო პერსპექტივები და სამოქმედო გეგმა განიხილეს, რომელშიც კომიტეტის წევრის სტატუსით მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ.


სამოქმედო გეგმის შემუშავება, უკანასკნელი თვეების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა რა მიზნითაც შეხვედრები და კონსულტაციები კომიტეტის თითოეულ წევრთან გაიმართა. სამოქმედო გეგმა ემსახურება ფინანსური განათლების სტრატეგიის ეფექტურ დანერგვას, რადგან მასში გაწერილია ფინანსური განათლების ის პრიორიტეტული ღონისძიებები, რომლებიც ეროვნული ბანკის კოორდინაციით, კომიტეტის წევრებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით ხორციელდება.


ფინანსური განათლების სტრატეგიის მართვის კომიტეტის 4-ე სხდომაზე კომიტეტის წევრებმა იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ფინანსური განათლების სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა, ფინანსური განათლების პროგრამების მონიტორინგისა და შეფასების სახელმძღვანელო, ფინანსური განათლების პროექტები, სასწავლო მასალები და ფინანსური განათლების ძირითადი კომპეტენციების ჩარჩო.


აღსანიშნავია, რომ ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით უკვე შემუშავდა კურიკულუმი, რომლის მიხედვით ახალი სასწავლო წლიდან, საბაზო საფეხურის მოსწავლეები სამოქალაქო განათლების კუთხით, ფინანსური განათლების კომპონენტსაც შეისწავლიან, რომელიც მოსწავლეებისთვის ყველა საკვანძო მნიშვნელოვან და ფინანსურ საკითხს მოიცავს.


ადრეული ასაკიდან ფინანსური განათლების შესწავლა ახალგაზრდებს ხელს შეუწყობს ისეთი ცოდნისა და უნარების განვითარებაში, რაც მათ მთელი ცხოვრების მანძილზე გამოადგებათ. ადრეული ასაკიდან ფინანსური განათლების მიწოდების საჭიროებას საერთაშორისო გამოცდილებაც ადასტურებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930