გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მერაბ ქვარაია: შეკითხვები პრემიერ-მინისტრისა თუ სხვა მაღალი თანამდებობის პირის მიმართ უნდა იყოს გაფილტრული, ყველა კითხვის დასმა მიუღებელია

31-05-2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მერაბ ქვარაია პრემიერის ინტერპელაციის წესით მოსმენასა და ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა.


"ჩემთვის, ისევე როგორც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, გასაგები იყო ის პასუხები, რომელიც თქვენ მოამზადეთ დღეს, თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც არ ესმით ან არ უნდა გაიგონ. . რაც შეეხება ინტერპელაციას გასაგებია, რომ რეგლამენტით ეს არის გათვალისწინებული უფლება და პოლიტიკურ ძალებს აქვთ ინტეპლეაციაში ნებისმიერი კითხვის დასმის შესაძებლობა, თუმცა ჩემთვის იყო სრულიად გაუგებარი და მიუღებელი როდესაც მე მოვისმინე კითხვები ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებით და ახლავე მოგახსენებთ რატომ.


მე წარმოვადგენ იმ რეგიონს, სადაც არის ძალიან ბევრი დაზარალებული ადამიანი, სადაც არის გიგა ოთხოზორიას საფლავი, სადაც არიან პირადად ჩემი ახლობლები, რომლებმაც მიიღეს დიდი ტკივილი ამ პერიოდში და გავიხსენებ ერთ შემთხვევას, რომელიც მოხდა სოფ. ბარღებში და სადაც იქნა 8 ადამიანი მოკლული, მათ შორის ჩემი ახლობელი, რაბო შონია და ასევე ფეხმძიმე ქალი და მას შემდეგ გავიდა 25 წელი და ამ კითხვის ავტორებს რომელბიც 9 წლის განმავლობაში იყვნენ ხელისუფლებაში მინდა მივმართო კითხვით, თქვენ რა გააკეთეთ ამ ადამაინების იდენთიფიცირებისთვის, რომელბმაც ამ სასტიკ მკვლეობაში მიიღეს მონაწილეობა?! გააკეთთ რამე ამ მიმართულებით?! თუ შეგიშალათ რამემ ხელი?


არაფერმა არ შეგიშალათ ხელი და არც არაფერი არ გაგიკეთებიათ! და დღეს სრულიად მიუღებელ კიხვებს სვამთ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებით და მე ძალიან გულწრფელად გეტყვით, ეს არ არის მარტო ჩვენი დამსახურება, ეს არის საქართველოს პარლამენტის დამსახურება, ის ეს რეზოლუიცია რომელიც ჩვენ ერთად მივიღეთ და ის სია რომელიც ერთად შედგა.


რა თქმა უნდა, იყო პასუხები, ძალიან ზუსტი და მკაფიო და დიახ, ამ სიაში შევა ყველა ის ადამიანი, რომელმაც საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ ჩაიდინა ან ჩაიდენს დანაშაულს და არ დარჩება დაუსჯელი არცერთი მოქმედება საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ და ეს არის ჩვენი, საერთო დამსახურება, ამიტომაც უნდა გავუფრთხილდეთ ამ დამსახურებას და მისი გამოყენება ვიწრო პარტიული ან რაღაც პოლიტიკური ინტერესებისთვის, მიმაჩნია სრულიად მიუღებლად და ის პოლიტიკა რომელსაც ჩვენი ხელისუფლება აწარმოებს, მე ვფიქრობ რომ ეს არის პირველი ყველაზე მწყობრი სამშვიდობო პოლიტიკა, რომელმაც მაღალი ხარისხით აწია სტაბილურობის და უსაფრთხოების განცდა. მოგწონთ თქვენ თუ არ მოგწეონთ ეს არის რეალობა, რომელსაც უნდა გავუსწოროთ თვალი და ყოველგვარი კითხვები როცა ისმება ამ დარბაზში საქართველოს პრემიერ-მინისტრის თუ სხვა მაღალი თანამდებობის პირის მიმართ უნდა იყოს გაფილტრული და ყველა კითხვის დასმა მიუღებელია", - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930