გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრი ოპოზიციას: რამდენჯერ მაქვს იმის სურვილი, თქვენთან ერთად ვისაუბრო დღევანდელ პრობლემებზე, რა არის გასაკეთებელი მომავალში, იმდენჯერ გაქვთ მცდელობა, ყველაფერი წაიყვანოთ წარსულში

31-05-2019

"აქ არაერთხელ ითქვა სიტყვა ორკესტრირებული შეტევა; ორკესტრირებულიშეტევა იყო 2012 წელს “ქართუზე”, როცა ერთ დღეში შეცვალეთ კანონი" , - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ “თიბისი ბანკთან” დაკავშირებით ოპოზიციის მიერ დასმულ კითხვებს.


მთავრობი მეთაურმა აღნიშნა, რომ “თიბისი” არის ძლიერი, სისტემური ბანკი და ოპოზიციას მოუწოდა, თავი დაანებონ თავიანთ პოლიტიკურ ნარატივში ამ საკითხის დაყენებას.


“აქ ითქვა სიტყვა ორკესტრირებული შეტევა. მერანდენედ მოვდივარ პარლაამენტში და ვხედავ ერთსა და იმავეს. რამდენჯერ მაქვს იმის სურვილი, თქვენთან ერთად ვისაუბრო დღევანდელ პრობლემებზე, რა არის გასაკეთებელი მომავალში, იმდენჯერ გაქვთ მცდელობა, ყველაფერი წაიყვანოთ წარსულში. პირველი, რაც მინდა ვთქვა, ორკესტრირებული შეტევა იყო 2012 წელს “ქართუზე”, როცა ერთ დღეში შეცვალეთ კანონი.


მეორე - მესმის, ყველანაირად ცდილობთ, ყველაფერი, რაც საქართველოში ან საქართველოს გარეთ გლობალურად ხდება, დაუკავშიროთ ბიძინა ივანიშვილს. წყნარ ოოკეანეში რომ ცუნამი ატყდეს, იმასაც ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირებთ. რატომ? იმიტომ რომ 2012 წელს ქართველ ხალხთან ერთად ამ ადამიანმა შეძლო თქვენი ძალადობრივი სისტემის დემონტაჟი და დღემდე მიზანი და ფოკუსი ვერ გამოცვალეთ. ამაშია პრობლემა. რაც შეეხება თქვენს კითხვას, “თიბისისთან” დაკავშირებით, ამ საქმეს გაეცემა პასუხი გამჭვირვალედ, ისე, როგორც შეესაბამება ობიექტურ მართლმსაჯულებას”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930