გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ვოლსკი: ძალიან ვრცელია ჩამონათვალი იმ მძლავრი მხარდამჭერი აქტებისა, კონკრეტული ქმედებისა, რომლებიც საქართველოს მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობამ გამოხატა

31-05-2019

„წინა ხელისუფლებამ კონკრეტული ქმედებებით ხელი შეუწყვო ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ფორმულირებების შეტანას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში და შემდეგ თავადვე დაუჭირა ამ რეზოლუციას მხარი”, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.


„რუსეთის თემაზე იყო აქ სერიოზული სპეკულაციები. შეგახსენებთ, რისი გადაფარვის მცდელობაა. დაუშვეს დანაშაულებრივი შეცდომები, სწორედ რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე ჩაშალეს საერთაშორისო თანამეგობრობის ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებები, ჩაშალეს ჩვენი ინტერესების უპირველესი გათვალისწინებით საკითხის დიდი 8-იანის შეხვედრაზე განხილვა, სწორედ რუსეთის წარმომადგენლებთან გარიგების საფუძველზე განაცხადეს, რომ მოსკოვს ცხინვალი არ აინტერესებს, სხვა ახსნა ამას არა აქვს.


ომის თვალსაჩინო წინაპირობების და არც ომის შემდეგ არ მიმართეს გაეროს უშიშროების საბჭოს, უფრო მეტიც, 9 აგვისტომდე არ აღიარებდნენ, რომ რუსეთი აგრესიაში მონაწილეობს, ბრძოლის ველზე მიატოვეს დაღუპული გმირები, კონკრეტული ქმედებებით ხელი შეუწყვეს ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ფორმულირებების შეტანას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში და შემდეგ თავადვე დაუჭირეს ამ რეზოლუციას მხარი. ხელი შეუწყვეს საქართველოდან ჯერ ეუთოს მისიის, შემდეგ კი 2009 წელს აფხაზეთიდან გაეროს მისიის გაყვანას, 2008 წლის შემდეგ 156 ადამიანის მიმართ ჩადენილია დანაშაული, მათ შორის 40 მძიმე დანაშაული, მათ შორის სიკვდილი, მიმართ ვერ უზრუნველყვეს ვერანაირი რეაგირება”, - განაცხადა გია ვოლსკიმ

მისი თქმით, პოპულისტური შეძახილები კვლავ ჩიხური მდგომარეობისკენ გვიბიძგებს.


„გაიხსენეთ, აღიარეთ, ძალიან ვრცელია ჩამონათვალი იმ მძლავრი მხარდამჭერი აქტებისა, კონკრეტული ქმედებისა, რომლებიც საქართველოს მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობამ გამოხატა”, - აცხადებს გია ვოლსკი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031