გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრი ოპოზიციის წარმომადგენლებს: ციფრებს მაინც შეხედეთ და იქიდან მაინც ისაუბრეთ

31-05-2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოპონენტების კითხვას, ვინ არიან საპენსიო ფონდის წევრები, რომლებიც მოსახლეობის თანხებს განკარგავენ, იაფფასიან პოპულიზამად აფასებს.


მთავრობის მეთაურმა ოპოზიციას შეახსენა, რომ ამ ადამიანების შერჩევაში თავად მონაწილეობდნენ.


“თქვენ თითონ მიიღეთ მონაწილეობა ამ ხალხის შერჩევაში და ახლა სვამთ ამ კითხვას? გვარებიც ჩამოგითვალეთ ვინ იქნებიან ისინი. მოვიწვიეთ ყველაზე გამოცდილი ადამიანები. ახლა სვამთ ამ კითხვას?! პოლიტიკურ პოპულიზმსაც აქვს თავისი ზღვარი. ეკონომიკური პარამეტრები და პირდაპირი უცხოური ინვესიტიციები ახსენეთ შეკითხვებში.


ციფრებს მაინც შეხედეთ და იქიდან მაინც ისაუბრეთ. 2017 წელი იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის საუკეთესო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. 2018 წელი იყო საუკეთესო საერთო ინვესიტიცების ნაწილში და კითხვა რაში მდგომარეობს? რასაც თქვენ აკეთებთ ეს არის იაფფასიანი პოპულიზმი და იცით რატომ? იმიტომ, რომ იცით, რაზეც საუბრობთ და ამიტომ ვუწოდებ ამ ყველაფერს იაფფასიან პოპულიზმს. საზოგადოება ამ ყველაფერს ძალიან კარგად აფასებს”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031