31-05-2019
ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს, ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, არჩილ ვანაძესა და ბათუმის ქონების სამსახურის უფროსს, გოგა ლომაძეს ბრალი წაუდგინეს.
მათ გამოძიება სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებასა და ასევე, ბიუჯეტის გაფლანგვას ედავება.
თავად დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ „კონვენტ ჯორჯიამ“ ტენდერი სრულიად სამართლიანად მოიგო.
4 ყოფილი მაღალჩინოსნისთვის ბრალის წაყენება ამ წუთებში მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.