გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: ეროვნული ბანკის მოქმედებები იყო ლეგიტიმური და ყველაფერი, რაც ამას მოყვება, ესეც არის ლეგიტიმური

31-05-2019

"ყველა ინსტიტუციური აქციონერი თიბისიში, მათ შორის თიბისის მენეჯმენტი თანხმდება და მოხდა ეროვნულ ბანკთან შეთანხმება იმაზე, რომ ეროვნულმა ბანკმა რა სანქციებიც გამოიყენა, იყო ლეგიტიმური. თქვენ ინსტიტუტებზე საუბრობთ.


ეროვნული ბანკის მოქმედებები იყო ლეგიტიმური და მათ შორის ყველაფერი, რაც ამას მოყვება, ესეც არის ლეგიტიმური. ეს არის პასუხი ინსტიტუციური აქციონერების და საერთაშორისო საინვესტიციო ფონდების. რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი რასაც თქვენ ამბობთ.


„თი-ბი-სი ბანკთან“ დაკავშირებით კიდევ ერთხელ გიმეორებთ. მოხდა შეთანხმება საქართველოს ეროვნულ ბანკსა და „თი-ბი-სი ბანკს“ შორის. ეს შეთანხმება გაზიარებულია მისი ყველა ინსტიტუციური ინვესტორის მხრიდან და გაზიარებულია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან. ეს არის მოცემულობა და ამას ეთახმებით? თუ ეროვნულ ბანკსა და თიბისი ბანკს შორის ეთანხმებით ამ შეთანხმებას, მაშინ უნდა დაეთანხმოთ ყველაფერს, რაც მოყვება ამ ქეისს.


პასუხის მოსმენა თუ გაინტერესებთ, გიპასუხებთ. თუ გნებავთ წერილობით გამოგიგზავნით უფრო დეტალურს. მე გპასუხობთ თქვენ კითხვაზე, რომ თქვენი კითხვა არის პოლიტიკური სპეკულაცია. რატომ განვმარტე, იმიტომ, რომ ეროვნულმა ბანკმა რაც გამოიყენა, რა ნაბიჯიც გადადგა, მას დაეთანხმა ყველა. ეს იყო ლეგიტიმური ნაბიჯი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031