გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: ღია ბიუჯეტის ინდექსში, რომელიც საბიუჯეტო სახსრების ტრანსფარენტულობას, გამჭვირვალობას ზომავს, საქართველო მოხვდა მეხუთე ადგილზე ნორვეგიისა და აშშ-ს გვერდით

31-05-2019

პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, ინტერპელაციის წესით მოსმენისას შემაჯამებელ სიტყვაში საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ გადახდილი შრომის ანაზღაურების მოცულობისა და დასაქმებული პირების რიცხოვნობის შესახებ ისაუბრა.


"რაც შეეხება მეორე ინტერპელაციის შეკითხვას, მინდა გითხრათ, რომ წინა ინტერპელაციის შეკითხვისგან განსხვავებით, ეს არის საკითხი, რომელსაც სჭირდება შინაარსობრივი განხილვა და დღეს საზოგადოება მიიღებს რეალურ სურათს. აქედან გამომდინარე, ვისურვებდი, რომ მომავალში მსგავს საკუთხებზე იყოს მსჯელობა და არა იმ იაფფასიან პოლიტიკურ სპეკულაციებზე, რომელსაც სამწუხაროდ პირველი ინტერპელაციის დროს ჰქონდა ადგილი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


მისივე შეფასებით, მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია ის, თუ ის გადასახადები, რომელსაც გადასახადების გადამხდელები იხდიან, რამდენად ძვირი უჯდება გადასახდელის გადამხდელს სახელმწიფო სტრუქტურების შენახვა და მეორე - რა სერვისსაც ის ღებულობს სახელმწიფო სტრუქტურისგან, რამდენად ხარისხიანი და ადეკვატურია ამ გადახდილ ფასთან.


"ეს არის ძალიან მარტივი კრიტერიუმები და მოდი, ამ კრიტერიუმებზე ვისაუბროთ. რაც შეეხება ბატონი ირაკლის დამაზუსტებელ შეკითხვას, ბუნებრივია, მე ყველანაირ ციფრს მოვიტან, რაზეც არის საუბარი, მაგრამ 10 წლის წინ, თქვენთვის რომ ვინმეს კითხვა დაესვა, თქვენ ვერ მისცემდით ფიზიკურად ამას, იმიტომ, რომ ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ ხაზინიდან დაფინანსებას არ იღებდა.


შავი ხვრელი რასაც შეიძლება უწოდო, სწორედ იმ მოდელს უნდა უწოდო, რომელიც თქვენ გქონდათ. „პარტაქტივების“ დასაქმებასთან დაკავშირებით კი საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ვინ როგორ მოღვაწეობდა. რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს - ჩვენ მივიღეთ სისტემა, სადაც არ იყო ეს აღრიცხვა, შესაბამისად, მათი ანალიზიც ძალიან რთული იყო. შარშან იყო ისტორიული მიღწევა საქართველოსთვის - ღია ბიუჯეტის ინდექსში, რომელიც საბიუჯეტო სახსრების ტრანსფარენტულობას, გამჭვირვალობას ზომავს, საქართველო მოხვდა მეხუთე ადგილზე ნორვეგიისა და აშშ-ს გვერდით", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930