გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბახტაძე ოპოზიციას: ამ რიცხვობრივი მაჩვენებლების პირობებში როდესაც კრიტიკა გვესმის, ეს არ არის ოპონირება, ამ ციფრების შემდეგ, ეს სპეკულაციაა

31-05-2019

პრემიერ-მინისტრმა შემეჯამებელ სიტყვაში საბიუჯეტო ხარჯებში სამთავრობო სტრუქტურების წილის შესახებას ისაუბრა.


"ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ გვექნებოდა ყველაზე ამბიციური ამოცანა, რომ რაც სამთავრობო სტრუქტურების საბიუჯეტო ხარჯი რაც შეიძლება შეგვემცირებინა. მე ამაზე პოლიტიკური ვალდებულებაც ავიღე და ვთქვი, რომ ეს იქნება 3,9 პროცენტი.


რაც შეეხება საბიუჯეტო პარამეტრებს - როდესაც თქვენგან ჩავიბარეთ ბიუჯეტი, იყო თითქმის 18 პროცენტი. წელს, ის არის 13,5 პროცენტი. რაც შეეხება ციფრს, რომელიც გინდათ, რომ გაიგოთ - დღეს, მათ შორის სსიპების და აიპების ჩათვლით, რაც თქვენ აღნიშნეთ, 225 000-მდე მოქალაქეა დასაქმებული. მათ შორის პოლიციელები, სამხედროები, პენიტენციალურ სისტემაში მომუშავე ადამიანები, ჩვენი მეხანძრეები, მაშველები, ექიმები, კულტურულ და სპორტულ ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების თანამშრომლები. ყველა სხვა ფუნქცია რომ გამოვყოთ ამ პროფესიებიდან, არის დაახლოებით 30 პროცენტი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


მისი თქმით, ამ მაჩვენებლების პირობებში როდესაც კრიტიკა გვესმის, ეს არ არის ოპონირება, ამ ციფრების შემდეგ ეს სპეკულაციაა.


"რაც შეეხება ხარისხობრივ მაჩვენებლებს, ეს არის მოცემული მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიით დათვლილი მექანიზმი, როგორ ფასდება ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურის ეფექტურობა. ნორვეგიაც ასე ზომავს, ამ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით და იაპონიაც. თქვენ თვითონ შეხედეთ, რა ეფექტურობა გვაქვს ამ ნაწილში.


ეს ის კი არ არის, ვიღაც პოლიტიკურ პარტიასთან მიბმული ექსპერტი, რომ ათას სისულელეს იტყვის. მსოფლიო ბანკი ამბობს ამას. ამასთან ერთად, ჩვენ ბოლო პერიოდში გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები და იცით, რომ ბაღები გახდა უფასო. გაიზარდა მოთხოვნა და მე ვისურვებდი, რომ უფრო მეტი საშუალება გვქონდეს ბიუჯეტში, რომ უფრო მეტი ავაშენოთ და შესაბამისად მეტი მასწავლებელი დავასაქმოთ, რომელიც დღეს რეალურად დეფიციტია", - აღნიშნა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930