გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრი: სიღარიბე ყველაზე დიდი პრობლემაა და ამ საკითხზე ბევრია სასაუბრო

31-05-2019

პრემიერ-მინისტრმა თავის შემაჯამებელ სიტყვაში რამდენიმე პრიორიტეტული საკითხი გამოყო.


"რეგიონებში სასწრაფო დახმარების ფუნქციის ზრდაზე არაფერს ვიტყვი, საზოგადოებამ ეს ისედაც კარგად იცის.


როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კრიტიკულ პროფესიებზე, მასწავლებლებზე, პოლიციელებზე, სამხედროებზე, დიახ, ბიუჯეტი გაიზრდება. გაუმჯობესდება მათი სოციალური პირობები. ეს არის კრიტიკული პროფესიები, რომლის მხრებზეც დგას ნებისმიერი წარმატებული სახელმწიფო. იმის მაგივრად, რომ ჩვენ მოვისმინოთ კონკრეტულად როგორ გავაუმჯობესოთ ამ ადამიანებისთვის ეს პირობები, რა გავაკეთოთ უკეთესად, რა რეფორმები გვაქვს გასატარებელი, მიდიხართ იმ ციფრებამდე, რომელიც წარმოდგენილია. საქართველოს აქვს ყველაზე დაბალი ხარჯები ამ ნაწილში, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ყველაზე ნაკლები საგადასახადო ტვირთი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


მისივე თქმით, ქვეყნისათვის ყველაზე მტკივნეული თემაა სიღარიბე.


"ბოლოს, რა თქმა უნდა, მე მინდა ყველაზე მტკივნეულს შევეხო და ეს არის სიღარიბე. ეს არის სწორედ ის საკითხი, სადაც მე ვისურვებდი, რომ ყველაზე მწვავე კითხვები ისმოდეს ჩემს მიმართაც და ყველას მიმართ. იმიტომ, რომ ეს არის საერთო გამოწვევა და საერთო მტერი. ის უნდა იქნას დაძლეული. ამის მაგივრად ვისმენთ იმას, რაც მოვისმინეთ 20 წუთის უკან. უყურეთ, რა ჩავიბარეთ თქვენგან. რა სიღარიბის ნიშნული. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა და ამაზე არის სასაუბრო, თუ როგორ უნდა დავძლიოთ ეს. ამაზე კონკრეტული პროექტებიც არის წარმოდგენილი. მე შემაჯამებელ სიტყვაში ვისაუბრებ ამაზე. მაგრამ, რაც მსურს გითხრათ ამ გამოსვლის დროს, არის შემდეგი. თქვენ რომ მოემზადოთ, მე ჩვენს ოპონენტებს მივმართავ, მინდა გითხრათ შემდეგი. ქართული ოცნება იქნება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც უზრუნველყოფს ყველაზე მნიშვნელოვანს.


პირველი, წვდომას ყველაზე მაღალი სტანდარტის განათლებაზე. მეორე, წვდომას ჯანდაცვის სერვისებზე უფასოდ. მესამე, ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დაამარცხებს სურსათის პრობლემას ყველა ღარიბ ოჯახში. შემდეგ იქნება თქვენგან იგივე სიტყვები ნათქვამი, რაც თქვით გასული საპრეზიდენტო არჩევნების დროს, რომ ყველაფერი კეთდება , მათ შორის ვალების ჩამოწერაც მხოლოდ არჩევნებისთვის. აქედან გამომდინარე, წინასწარ გაფრთხილებთ, რომ შეგიძლიათ მოამზადოთ წინადადებები, როგორ გამოთქვამთ თქვენს მოსაზრებას ამისთვის. ამავე დროს, მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ მივმართო, რომ სწორედ ქართული ოცნება იქნება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც უზრუნველყოფს ამ სამ ფუნდამენტურ საკითხს ჩვენი ქვეყნისთვის. ეს იქნება წვდომა უმაღლესი სტანდარტის განათლებაზე, წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე და ის, რომ თითოეულ ქართველ ღარიბ ოჯახს, რომელსაც რეალურად ჭირდება დახმარება და მე არ მიყვარს ამ ციფრებით სპეკულირება, ეს არის ყველაზე დიდი ტკივილი ოკუპაციასთან ერთად ჩვენთვის. არასდროს არ იქნება საკვების პრობლემა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930