გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: ანაკლიის პროექტს ხელისუფლებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს

31-05-2019


ვალდებულებები, რაც ჩვენ ავიღეთ, პირნათლად სრულდება და მინდა, მოვუწოდო კონსორციუმს, მათაც შეასრულონ პირნათლად“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.


პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებს კომუნიკაცია აქვთ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან.


„კომერციული რისკის დაზღვევა ბიუჯეტის ხარჯზე არის ძალიან მძიმე და ცუდი პრაქტიკა. ეს არის სწორედ ჩვენი საუბრის ერთ-ერთი აქცენტი. ჩვენ ძალიან ბევრჯერ გადავწიეთ ვადა, იმიტომ, რომ გვესმის, რომ დროა საჭირო იმისათვის, რომ ეს მოლაპარაკება შედგეს. სულისკვეთება არის ზუსტად ასეთი და მა მსურს, რომ ამ სულისკვეთებას ვგრძნობდეთ ყველა, მათ შორის, იმ კონსორციუმის მხრიდან, რომელსაც თავის მხრივ, აქვს შესასრულებელი ვალდებულებები“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მთავრობის მხარდაჭერა აღნიშნული პროექტის მიმართ და განაცხადა, რომ პროექტს ხელისუფლებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.


მთავრობის მეთაური მოუწოდებს ყველას, იყოს ფოკუსირებული შედეგებზე და არა სხვადასხვა ტიპის თეორიების შექმნაზე.


„საზოგადოება დაიღალა ამ საკითხზე სხვადასხვა ტიპის კონსპირაციის თეორიების შესახებ მოსმენით. არარსებულ ბარიერებზე საუბარი შედეგს არავის მოუტანს. ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, რომ 300 მილიონის ინვესტირებას გავაკეთებთ ინფრასტრუქტურაში. რამდენიმე ათეულ მილიონ ლარად გამოვისყიდეთ ჩვენი მოქალაქეებისგან მიწები, რომელიც გადაეცა და ნაწილი გადაეცემა კონსორციუმს. ავიღეთ ასევე 100 მილიონი დოლარის ინვესტიციის ვალდებულება, რომ მოხდეს ამ პორტის თანადაფინანსება. მივიღეთ მონაწილეობა და დავეხმარეთ კონსორციუმს, რომ ყველა წამყვან საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტს ჰქონოდა ის თავის პრიორიტეტულ ნუსხაში. ამის შემდეგ ჩნდება ობიექტური კითხვა: როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტებიდან არის ასეთი მხარდაჭერა, რა რჩება იმისთვის, რომ მოხდეს პროექტის რეალიზაცია. რჩება ძალიან მარტივი რამ: კერძო კომპანიების მხარეს არსებული ვალდებულებების შესრულება. რაც შეეხება ფოთს, მიუხედავად იმისა, რომ ამ სსიპს შესაძლოა თავისი კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაციის გაცემის საშუალება ჰქონდა, ის არ შეთანხმდა მინისტრთან, ის იყო სამართლებრივად ხარვეზიანი და მოხდა მისი გაუქმებ. ნებართვამდე საქმე ვერც მივიდოდა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930