გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლადო კახაძე სულხან-საბას ქუჩის მოსახლეობას შეხვდა

31-05-2019

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლადო კახაძე სულხან-საბას ქუჩაზე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

მმართველი გუნდის კანდიდატმა ამომრჩევლებთან ქუჩის მიმდინარე რეაბილიტაციაზე ისაუბრა.

"სულხან-საბას ქუჩაზე დაგეგმილი რეაბილიტაცია მოგიხსნით ძალიან ბევრ პრობლემას. აქ მოხდება სრულმასშტაბიანი განახლება და ეს პროცესი უკვე დაწყებულია. მე მაქვს აქტიური კომუნიკაცია ქალაქ თბილისის მერთან, ბატონ კახი კალაძესთან და მაქვს სრული მხარდაჭერა, რომ ყველა თქვენი საჭიროება პერსონალურად იქნება განხილული. აქაც, როგორც მთელ მთაწმინდაზე, ჩვენ მოვაგვარებთ ავარიული სახლების პრობლემას და თქვენი ინტერესის გათვალისწინებით, შეგიქმნით უსაფრთხო საცხოვრისს",- განაცხადა ლადო კახაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930