31-05-2019
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ დავით კირკიტაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე - იღებს თუ არა კირკიტაძისგან ბოდიშს, განაცხადა, რომ მიესალმება პოლიციელებისთვის ბოდიშის მოხდას - „ერთმნიშვნელოვნად მივესალმები იმას, რომ ბატონმა კირკიტაძემ პოლიციელს ბოდიში მოუხადა. ვიღებ თუ არა მე პირადად ამ ბოდიშს, არ მინახავს, უნდა ვნახო და ინტონაციიდან გამომდინარე გადავწყვეტ ვიღებ თუ არა ასეთ ბოდიშს“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.