1-06-2019
1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, სამინისტროს სისტემაში შემავალ ყველა მუზეუმში შესვლა ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის უფასო იქნება.
იხილეთ მუზეუმების სია:
• სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმი
• სსიპ აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი
• სსიპ საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი - ხელოვნების სასახლე
• სსიპ ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი
• სსიპ საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი
• სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი
• სსიპ დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმი
• სსიპ მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი
• სსიპ ივანე მაჩაბლის მუზეუმი
• სსიპ ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი
• სსიპ დავით და გიორგი ერისთავების სახლ-მუზეუმი
• სსიპ საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი
• სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი
• სსიპ თელავის ისტორიული მუზეუმი
• სსიპ ი.ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმი
• სსიპ ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმი
• სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი
• სსიპ ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი
• სსიპ გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმი
• სსიპ ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი
• სსიპ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი
• სსიპ ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი
• სსიპ მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი
• სსიპ სმირნოვების მუზეუმი