გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თურნავა ახალგაზრდა სტარტაპერებს: თანადაფინანსების 100 000-ლარიანი გრანტების პროგრამა ყველა კარს გიხსნით მსოფლიო ბაზარზე გასვლისთვის

1-06-2019

„მნიშვნელოვანია, რომ თანადაფინანსების 100 000-ლარიანი გრანტების პროგრამის თავად პროცესი არის ძალიან გამჭვირვალე, მაღალპროფესიული და ძალიან კვალიფიციური. ეს არის პროცესი, რომელიც შემდგომ ახალგაზრდა სტარტაპერებს ყველა კარს გიხსნით, რომ განვითარება ჰპოვოთ გარე ბაზრებზე. ამჯერადაც ჩამოვლენ მსოფლიოს სხვდასხვა წერტილიდან ინოვაციების სფეროს ექსპერტები და პირველ ეტაპს გაცდენილი და გადარჩეული პროექტები იქნება შეფასებული ისეთი კომპეტენტური კომისიის მიერ, სადაც წარმოდგენილნი იქნებიან ენჯელ-ინვესტორები, ვენჩურული ინვესტორები და შეიძლება ითქვას, თქვენი მომავალი პარტნიორები“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ ტექნოპარკში შეკრებილ ახალგაზრდებთან განაცხადა, რომლებიც თანადაფინანსების 100 000-ლარიანი გრანტების პროგრამის მესამედ გამოცხადების ღონისძიებას ესწრებოდნენ.

„სახელმწიფო, ეკონომიკის სამინისტრო, მთლიანად მთავრობა ამ პროცესს უყურებს კიდევ უფრო სისტემურად - თუ აქამდე, დასაწყისში, ჩვენ ვიყავით კონცენტრირებულები უფრო საწყისი ეტაპის დაფინანსებაზე და ველოდებოდით, როგორ განვითარებოდა პროცესი, ახლა ვხედავთ, რომ დაგროვდა ინოვაციური სტარტაპების კრიტიკული მასა და სულ რამდენიმე ხნის წინ, საქართველოს პრემიერ მინისტრმა გამოაცხადა უფრო მსხვილი, მეორე ეტაპის პროექტი - 650 000 ლარიანი თანადაფინასება. ეს პროექტი არის უკვე იმ ეტაპზე გასული სტარტაპებისთვის, რომლებიც ჩამოყალიბდნენ, როგორც კომპანიები, ქმნიან თავის პროდუქტს და ფიქრობენ განვითარებაზე“ - აღნიშნა მინისტრმა.

ნათია თურნავას შეფასებით, ეს თანმიმდევრულობა და სისტემური მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მაღალრისკიან პროექტებზე ვსაუბრობთ და გვაქვს არა მხოლოდ პირველი ეტაპი, რომლის მორიგი კონკურსიც გამოცხადდა, არამედ შემდგომი განვითარებისთვის ძალიან კარგად ჩამოყალიბებული სახელმწიფო დახმარების პროგრამა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031