1-06-2019
რაჭაში 24 წლის ნიკო ჯელაძეს მეათე დღეა, ეძებენ. როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, ახალგაზრდა ტყეში სოკოს საკრეფად წავიდა, რის შემდეგაც, მისი ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი იციან.
მათივე განცხადებით, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, თუმცა უშედეგოდ.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სამძებრო სამუშაოები დაკარგული ახალგაზრდა კაცის პოვნამდე არ შეწყდება.