გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიაზე განცხადებების მიღება დასრულებულია - შესულია 144 განაცხადი

1-06-2019

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიაზე განცხადებების მიღება დასრულებულია.

განცხადებების მიღება ელექტრონულად 11 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით დარეგისტრირებულ განმცხადებელთა სია გამოაქვეყნა, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სურვილით უმაღლეს საბჭოს სულ 144 ადამიანმა მიმართა.

განაცხადი შევსებული აქვს გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძესა და მის მოადგილეს, მამუკა ვასაძეს.

სიაში ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძეცაა.

მოსამართლეობის მსურველთა სიაში არიან მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები, იურიტები და თანამდებობის პირები.

მოსამართლეთა შერჩევის პროცესი რამდენიმეეტაპიანია. 144 ადამიანიდან მსურველების გადარჩევა მოხდება, დაიწყება ღია გასაუბრების ეტაპი და პარლამენტს საბჭო 18 კანდიდატს წარუდგენს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031