1-06-2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზე ამსტერდამის „აიაქსი“ მოეწონა, დღეს გასამართ ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი „ლივერპულის“ გამარჯვებას ვარაუდობს - ამის შესახებ მან "პირველ არხთან" საუბრისას განაცხადა.
„სამწუხაროდ, დრო არ მქონდა, ჩემპიონთა ლიგისთვის თვალი მედევნებინა. თუმცა, ამსტერდამის „აიაქსს“ ახალგაზრდული გუნდი ჰყავდა და მის მიმართ სიმპათიები მქონდა. ვნახოთ, კარგი თამაში უნდა იყოს. ჩემი პროგნოზი უფრო „ლივერპულის“ გამარჯვებისკენ იხრება“ – ამბობს მამუკა ბახტაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 23:00 საათზე, მადრიდის სტადიონ „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ დაგეგმილ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორი ინგლისური გუნდი დაუპირისპირდება ერთმანეთს – „ტოტენჰემი“ მთავარ პრიზს „ლივერპულს“ შეეცილება.