გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: სამთავრობო პროგრამის თანახმად 2022 წლამდე ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი უნდა დასრულდეს

2-06-2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ზემო იმერეთი-ონის დამაკავშირებელი გზის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს გაეცნო.


მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის განვითარებისთვის, ისევე, როგორც სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული თვალსაზრისით და აღნიშნა, რომ სამთავრობო პროგრამის თანახმად 2022 წლამდე ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი უნდა დასრულდეს.


ზემო იმერეთი-ონის დამაკავშირებელი გზა იქნება 52 კილომეტრამდე სიგრძის გზა საჩხერიდან იწყება, 7 სოფელს გაივლის და ამბროლაური-ონის გზას შეუერთდება, რომელიც ამბროლაურიდან 20 კმ-ის, ხოლო ონიდან 5 კმ-ის მანძილზე მდებარეობს. ახალი გზა საჩხერე-ონის მარშრუტზე მგზავრობას, სულ მცირე 1 საათით შეამცირებს, ასევე მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურებისა და უსაფრთხოების ხარისხს.


ამ დროისთვის სამუშაოები დასრულებულია ზემო იმერეთი-რაჭის გზის პროექტის პირველი ლოტის 2.5 კმ-ზე, მე-2 და მე-6 ლოტებზე სამუშაოები გრძელდება, დანარჩენ მონაკვეთებზე კი სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს.

გამოკითხვა
თქვენი აზრით, როგორ ვითარდება ქვეყანა?

სხვა გამოკითხვები

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30