გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პერფორმანსი რიონზე - ფოთიდან წასული გემი ჭყვიშთან გაჩერდა

2-06-2019

ქუთაისში ომარ ნიშნიანიძის აგებული გემი ,,არგო" ვანელობის დღესასწაულთან დაკავშირებით ჭყვიშში, გალაკტიონ ტაბიძის სახლმუზეუმთან მიცურდა.


გემზე არგონავტების და ქალღმერთი ჰერას ფორმაში გამოწყობილი მსახიობები იმყოფებიან. მათ ვანში აიეტის და მედეას ფორმაში ჩაცმული მსახიობები დახვდნენ.


იდეის ავტორმა საუკუნეების ისტორია გააცოცხლა და ის გზა გაიარა, რომელიც თავის დროზე ტიმ სევრინმა.


ნიშნიანიძის თქმით, გზად გაუწმენავმა მდინარემ პრობლემები შეუქმნათ, თუმცა დანიშნულების ადგილზე ჩამოსვლა მაინც მოახერხეს. მისივე თქმით, ამ იდეის განხორციელებას დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა და ამ ფორმით თავის სტუდენტებთან ერთად ისტორიის გაცოცხლება გადაწყვიტა.


ყოფილი დეპუტატის, ომარ ნიშნიანიძის მიერ ქუთაისში აგებული გემი ,,არგო“ 31 მაისს პალიასტომის ტბაში გაუშვეს.


1 ივნისს „არგოს” ეკიპაჟი იძულებული გახდა მოგზაურობა მოულოდნელად შეეწყვიტა. ომარ ნიშნიანიძემ განაცხადა, ეკიპაჟის წევრებს გემის მართვა მდინარის გაუწმენდავი კალაპოტის გამო გაუჭირდათ.


მერვე მოწვევის პარლამენტის წევრმა „არგოს“ მშენებლობისა და ქუთაისში პორტის მშენებლობის იდეა 2013 წელს გამოთქვა. ომარ ნიშნიანიძე მაშინ ამ იდეის გამო საზოგადოებამ მწვავედ გააკრიტიკა.






imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031